შპს მობილმედი დაარსდა 2012 წელს. მისი დაარსების ძირითადი მიზეზი იყო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, იმ პირებისათვის, რომლებიც ფიზიკურად ვერ მიდიოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, ან პირები, რომლებიც დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ საავადმყოფოებში რიგში დგომას და დროის ფუჭად ფლანგვას.

მობილმედში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს სტაჟირება აშშ-ის და გერმანიის წამყვან ლაბორატორიებსა და სამედიცინო ცენტრებში. მობილმედში მკაცრად არის დაცული ხარისხის კონტროლის ყველა მოთხოვნა. მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.